რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებას "იძულებითი ზომა" უწოდა.
მისი მტკიცებით, რუსეთს სხვა შანსი არ დაუტოვეს.
"ის რაც ახლა ხდება იძულებითი ზომაა. უბრალოდ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, სხვაგვარად მოვქცეულიყავით. უსაფრთხოების სფეროში ისეთი რისკები შეგვიქმნეს, რომ სხვა საშუალებებით რეაგირებას უბრალოდ ვერ შევძლებდით. ყველა მცდელობა ნულოვანი იყო. სიმართლე ვთქვა, გაკვირვებულიც ვარ. არც ერთი მიმართულებით მილიმეტრითაც ვერ დავიძარით. ეს აუცილებელი ზომაა, რადგან ისეთი რისკების შექმნა შეეძლოთ ჩვენთვის, რომ გაუგებარი იყო ჩვენი ქვეყნის შემდგომი არსებობა", - განაცხადა პუტინმა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.